ლოკაცია: ი. ჭავჭავაძის გამზ. 39ა, 0179
სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ვაკანსიას სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი იურსიტის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ზოგადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ბანკის შიდა სტრუქტურული ერთეულებისთვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა ყოველდღიურ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
- მომწოდებლებთან, მომსახურების გამწევ პირებთან, პარტნიორებთან და სხვა კონტრაგენტებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებების მომზადება, განხილვა და მოლაპარაკებებში მონაწილეობა;
- ბანკის პროდუქტებისა და პროექტების დანეგვისა და შემუშავების სამართლებრივი მხარდაჭერა;
- ბანკის შიდა პოლიტიკების, პროცედურებისა და სხვა დოკუმენტების განხილვა და მათი მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება;
- სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
- საკანონმდებლო და რეგულატორული ცვლილებების მონიტორინგი, ბანკის ხელშეკრულებებსა და შიდა დოკუმენტებში შესაბამისი ცვლილებების შეთავაზება და ხელმძღვანელის ინფორმირება;
- კორპორატიული საბანკო ხელშეკრულებების, მათ შორის, საკრედიტო ხელშეკრულებების, საბანკო გარანტიების, აკრედიტივების, იპოთეკის, გირავნობის, თავდებობის ხელშეკრულებების მომზადება, განხილვა და მათზე მოლაპარაკების წარმოება;
- კორპორატიული კლიენტების სამართლებრივი შემოწმება, მათ შორის, სადამფუძნებლო დოკუმენტების, კორპორატიული გადაწყვეტილებების და ხელმოწერის უფლებამოსილების შესწავლა;
- კლიენტებთან შეხვედრებსა და მოლაპარაკებებში მონაწილეობა;
- პრობლემური სესხების რესტრუქტურიზაციის პროცესის მხარდაჭერა და შესაბამისი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სავალდებულო
- უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად);
- არანაკლებ 3 წლის გამოცდილება კომერციულ ბანკში, სხვა საფინანსო ორგანიზაციაში ან ფინტექ კომპანიაში;
- საბანკო კანონმდებლობის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ცოდნა;
სასურველი:
- სასურველია ადვოკატთა ასოციაციის წევრობა (ადვოკატთა გამოცდის ჩაბარება საერთო ან სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით);
- სასურველია რუსული ენის ცოდნა.
სხვა სავალდებულო უნარები და თვისებები:
- ლოგიკურად აზროვნების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.