ბანკის შესახებ
სს „ბანკი ქართუ“ უკვე 30 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე, როგორც კორპორატიული ბანკი. მისი მისია დაარსების დღიდან უცვლელია — ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დარგების განვითარების ხელშეწყობა და ეკონომიკურ წინსვლაში წვლილის შეტანა.
საქართველოს მასშტაბით მოქმედი სერვისცენტრების მეშვეობით ბანკი აქტიურად მონაწილეობს ეროვნული მნიშვნელობის პროექტების დაფინანსებაში, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მის როლს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში.
„ბანკი ქართუ“ გამოირჩევა კლიენტებსა და თანამშრომლებზე ორიენტირებული ინდივიდუალური მიდგომით. ბანკის გუნდს აერთიანებენ მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალები, რომლებიც მუდმივად ზრუნავენ მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა და სერვისების შექმნასა და გაუმჯობესებაზე.
