პროცესინგის აპლიკაციების ადმინისტრატორი
09-09-2026 - 09-10-2026
ლოკაცია: ი. ჭავჭავაძის გამზ. 39ა, 0179
სამუშაო განაკვეთი: სრული
სს „ბანკი ქართუ“  აცხადებს ვაკანსიას  პროცესინგის მხარდაჭერის სპეციალისტის თანამდებობაზე. 

დეპარტამენტი: პროცესინგის დეპარტამენტი
განყოფილება: პროცესინგის განყოფილება 
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

 

ფუნქციები და მოვალეობები:

  • ტრანზაქციების მონიტორინგი: საბარათე და ელექტრონული ტრანზაქციების მიმდინარეობაზე დაკვირვება;
  • ხარვეზების იდენტიფიცირება: პროცესინგის სისტემაში წარმოქმნილი შეფერხებების დროული აღმოჩენა და რეაგირება; 
  • ტექნიკური მხარდაჭერა: მომხმარებლებისა და პარტნიორების კონსულტირება ტრანზაქციებთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებზე; 
  • რეპორტინგი: ყოველდღიური ოპერაციული ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა; 
  • ბაზებთან მუშაობა: ბაზებში ინფორმაციის გადამოწმება და სისტემური პარამეტრების მართვა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • 1 წლიანი გამოცდილება ტექნიკური მხარდაჭერის მიმართულებით, მათ შორის გამოცდილება საბანკო ან ფინანსურ სექტორში;
  • დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული, სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების ან მათემატიკის მიმართულებით;
  • ქართული ენის ფლობა, ინგლისური ენის ცოდნა (ტექნიკური დოკუმენტაციის წასაკითხად);
  • SQL, PL/SQL და T-SQL საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ლოგიკური აზროვნება;
  • გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი;  
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • ორგანიზებულობა, გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ;
  • კომუნიკაბელურობა.
ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!