ლოკაცია: ი. ჭავჭავაძის გამზ. 39ა, 0179
სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მართვის განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე.
განყოფილება: ხარისხის მართვის განყოფილება
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სათავო ოფისი
ფუნქციები და მოვალეობები:
- საბანკო პროდუქტების, მომხმარებელთა მომსახურების ხარისხისა და გამოცდილების შესახებ მონაცემების შეგროვება, შესაბამისი ანგარიშგებების მომზადება;
- მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა და რეკომენდაციების მომზადება;
- ბანკის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან თანამშრომლობა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ინიციატივების ფარგლებში;
- მომსახურების პროცესებისა და შიდა პროცედურების გაუმჯობესებისა და ოპტიმიზაციის დაგეგმარებაში მონაწილეობა;
- მომსახურების ხარისხთან დაკავშირებული შიდა სტანდარტებისა და მარეგულირებელი ორგანოების მოთხოვნების შესაბამისობის შეფასებაში მონაწილეობა;
- მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების პროექტებსა და ინიციატივებში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ეკონომიკის ან მომიჯნავე სფეროში);
- საბანკო-საფინანსო სექტორში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (ხარისხის მართვის, მომხმარებელთა გამოცდილების ან მომსახურების სფეროში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად);
- ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ქართული და ინგლისური (სასურველია რუსულიც) ენების ცოდნა;
- მონაცემთა ანალიზისა და რეპორტების წარმოების უნარები.
პიროვნული თვისებები და უნარები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
- პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი გადაჭრის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის მართვის უნარი