სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული ბანკირის პოზიციაზე კორპორატიული ბიზნესის მომსახურების განყოფილებაში.
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი
ფუნქციები და მოვალეობები:
- ახალი პოტენციური კლიენტების მოზიდვა, საბანკო პროდუქტების (როგორც საოპერაციო, ასევე საკრედიტო) შეთავაზება;
- კორპორატიული კლიენტების საკრედიტო განაცხადების განხილვა და პირველადი ინფორმაციის მოძიება;
- ანალიტიკოსთან ერთად კლიენტის განაცხადის საფუძველზე პროექტის მომზადება და წარდგენა საკრედიტო კომიტეტზე განსახილველად;
- სესხის გაცემისთვის სრულყოფილი დოკუმენტაციის მომზადება და სესხის გაცემის დადგენილი პროცედურების უზრუნველყოფა;
- კლიენტების მოთხოვნის საფუძველზე მათი ბანკის არსებული საოპერაციო პროდუქტების სრული პაკეტით უზრუნველყოფა;
- კლიენტის დახმარება საბანკო მომსახურებისას წარმოშობილი ნებისმიერი პრობლემის მოგვარების მიზნით;
- არასტანდარტულ მოთხოვნებზე დროული რეაგირება და შესაბამისი კომუნიკაცია.
- საკუთარი პორტფელის მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სავალდებულო
- უმაღლესი განათლება (საბანკო/საფინანსო/მენეჯმენტის/ეკონომიკური განხრით);
- საბანკო-საფინანსო სექტორში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება დაკრედიტების/გაყიდვების მიმართულებით;
- მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების ცოდნა, ბიზნეს კომუნიკაციის წარმოების უნარი;
- ქართული ენის სრულყოფილად, ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა (როგორც წერილობითი, ასევე ვერბალური უნარები);
- ეროვნული ბანკის რეგულაციების ცოდნა.
თვისებები:
სავალდებულო
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დროის ეფექტური მენეჯმენტი, ორგანიზებულობა, გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ;
- ინიციატივიანობა, კრეატიულობა, ზრუნვა თვითგანვითარებაზე;
- გუნდური მუშაობის უნარი.