ხარისხის მართვის განყოფილების უფროსი
26-06-2026 - 26-07-2026
ლოკაცია: ი. ჭავჭავაძის გამზ. 39ა, 0179
სამუშაო განაკვეთი: სრული

სს ბანკი ქართუ“  აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მართვის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სათავო ოფისი

 

ფუნქციები და მოვალეობები:

 

  • მომსახურების ხარისხისა და მომხმარებელთა გამოცდილების (Customer Experience) მართვის სისტემის განვითარება, შესაბამისი სტრატეგიისა და გაუმჯობესების ინიციატივების დაგეგმვა და განხორციელება;
  • მომხმარებელთა კმაყოფილების, მომსახურების ხარისხისა და უკუკავშირის მონაცემების ანალიზი; კვლევების, საჩივრებისა და სხვა უკუკავშირის საფუძველზე გაუმჯობესების რეკომენდაციების შემუშავება;
  • ბანკის ბიზნესპროცესების, მომსახურების სტანდარტების, პროდუქტებისა და მომხმარებელზე ორიენტირებული დოკუმენტაციის შეფასება და ოპტიმიზაციის წინადადებების მომზადება;
  • მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების პროექტების მართვა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობის კოორდინაცია;
  •  მომსახურების ხარისხთან დაკავშირებული შიდა პოლიტიკების, სტანდარტებისა და მარეგულირებელი მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი;
  •  ანგარიშგებებისა და ანალიტიკური რეპორტების მომზადება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

სავალდებულო:

 

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ეკონომიკის, მარკეტინგის, ფინანსების ან სხვა მონათესავე სფეროს მიმართულებით
  • საბანკო ან ფინანსურ სექტორში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • კვლევების დაგეგმვის, შედეგების ანალიზისა და რეკომენდაციების შემუშავების გამოცდილება;
  • მარეგულირებელი მოთხოვნებისა და საბანკო სექტორის მარეგულირებელი გარემოს ცოდნა;
  •  MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

სასურველი:

 

  • შესაბამისი მიმართულებით მაგისტრის ხარისხი;
  • მომსახურების ხარისხის, მომხმარებელთა გამოცდილების (Customer Experience), ბიზნეს-პროცესების, ოპერაციების ან პროექტების მართვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

უნარები და თვისებები:

 

  • მონაცემთა ანალიზისა და რეპორტების წარმოების უნარი;
  • ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
  • პრობლემების იდენტიფიცირებისა და ეფექტურად გადაწყვეტის უნარი;
  • კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობისა და კოორდინაციის უნარი.
ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!
<