საბარათე რისკებისა და საგადახდო სისტემებთან შესაბამისობის მართვის განყოფილების უფროსი
16-10-2026 - 16-11-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

სს „ბანკი ქართუ“  აცხადებს ვაკანსიას საბარათე რისკებისა და საგადახდო სისტემებთან შესაბამისობის მართვის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. პლასტიკური ბარათების დეპარტამენტი / საბარათე რისკებისა და საგადახდო სისტემებთან შესაბამისობის მართვის განყოფილება.

ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი

ფუნქციები და მოვალეობები:

  • საბარათე პროდუქტებთან და საბარათე ოპერაციებთან დაკავშირებული რისკების ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში კონტროლის მექანიზმების დანერგვის ინიცირება და უზრუნველყოფა;
  • საბარათე ოპერაციების ყოველდღიური მონიტორინგი;
  • ახალი კონტროლის მექანიზმების შემუშავება ან/და არსებული კონტროლის მექანიზმების სრულყოფაზე ზრუნვა და შესაბამისი ცვლილებების განხორციელება;
  • დაფიქსირებული ინციდენტების კვლევა/ანალიზი და შესაბამისი მაკორექტირებელი ქმედებების ინიცირება;
  • რეგულატორული, სტატისტიკური და ანალიტიკური რეპორტინგის მხარდაჭერა;
  • საბარათე საჩივრების პროცესის მართვა;
  • მერჩანტების ბრუნვების მონიტორინგი და რისკების მინიმიზაციის მიზნით საჭირო ქმედებების განხორციელება;
  • საგადახდო სისტემებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • პოტენციური მერჩანტების შეფასება და სავალდებულო მოთხოვნების კონტროლი;
  • თანამშრომლების გადამზადების პროცესში მონაწილეობა.



საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სავალდებულო:

  • უმაღლესი განათლება;
  • საგადახდო/საბარათე სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
  • საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel) მაღალ დონეზე ფლობა;


სხვა სავალდებულო უნარები და თვისებები:

  • ორგანიზაციული უნარები;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • პასუხისმგებლობისა მაღალი გრძნობა;
  • დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი.

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!