საკრედიტო ანალიტიკური განყოფილების ანალიტიკოსი
09-09-2026 - 30-09-2026
ლოკაცია: ი. ჭავჭავაძის გამზ. 39ა, 0179
სამუშაო განაკვეთი: სრული

სსბანკი ქართუ აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ანალიტიკური განყოფილების ანალიტიკოსის თანამდებობაზე.

დეპარტამენტი: კორპორატიული საბანკო მომსახურების დეპარტამენტი
განყოფილება: საკრედიტო ანალიტიკური განყოფილება
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სათავო ოფისი

ფუნქციები და მოვალეობები:

  • კლიენტსა და ბანკს შორის საქმიანი ურთიერთობის დამყარება
  • კორპორატიული კლიენტების საკრედიტო განაცხადების განხილვა და პირველადი ინფორმაციის მოძიება
  • კლიენტის ფინანსური მდგომარეობის ანალიზი
  • კლიენტის განაცხადის საფუძველზე პროექტის მომზადება და წარდგენა საკრედიტო კომიტეტზე განსახილველად
  • საკუთარი საკრედიტო პორტფელის მართვა, სესხების მონიტორინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (საბანკო/საფინანსო/მენეჯმენტის/ეკონომიკური განხრით)
  • საბანკო საფინანსო სექტორში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება ფინანსების განხრით
  • ფინანსური უწყისების მომზადება მაღალ დონეზე
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (როგორც წერილობითი, ასევე ვერბალური უნარები)
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი
  • დროის ეფექტური მენეჯმენტი, ორგანიზებულობა, გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • ინიციატივიანობა, კრეატიულობა, ზრუნვა თვითგანვითარებაზე
  • გუნდური მუშაობის უნარი
ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!