ლოკაცია: ი. ჭავჭავაძის გამზ. 39ა, 0179
სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ვაკანსიას უფლებამოსილ ორგანოებთან ურთიერთობის ადმინისტრირების განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე.
დეპარტამენტი: ბექ-ოფისის დეპარტამენტი
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, სათავო ოფისი
ფუნქციები და მოვალეობები:
- უფლებამოსილი ორგანოებიდან შემოსული განჩინებების მიხედვით მოთხოვნილი ინფორმაციის მოძიება ბანკში, მომზადება (ოქმი, წერილი) და გადაცემა;
- ყადაღების მიღება / მოხსნა / დამუშავება;
- ინკასოების მიღება / მოხსნა / დამუშავება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სავალდებულო:
- უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი - საბანკო, საფინანსო, ეკონომიკური ან ტექნიკური მიმართულებით);
- მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება საოპერაციო ან ბექ-ოფისის კუთხით;
- ALTA-ს საოპერაციო დღის მოდულში მუშაობის გამოცდილება;
- Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
- გამართული წერისა და მეტყველების უნარი ქართულ ენაზე;
სასურველი:
- უმაღლესი განათლება (მაგისტრის ხარისხი - საბანკო, საფინანსო, ეკონომიკური ან ტექნიკური მიმართულებით);
- უფლებამოსილი ორგანოებთან და ინკასო / ყადაღებთან დაკავშირებული მუშობის გამოცდილება;
- ALTA-ს ინკასო / ყადაღების მოდულში მუშობის გამოცდილება.
სავალდებულო უნარები და თვისებები:
- ორგანიზებულობა და სამუშაოს დათქმულ დროში შესრულება;
- გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ და ანალიზი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
სასურველი:
- ინიციატივიანობა, პროფესიული მოტივაცია;
- სიახლეებისადმი მზაობა, ადაპტაციის უნარი.