უფროსი იურისტი
29-09-2026 - 29-10-2026
ლოკაცია: ი. ჭავჭავაძის გამზ. 39ა, 0179
სამუშაო განაკვეთი: სრული

სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ვაკანსიას სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი იურსიტის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

სამუშაო განაკვეთი: სრული



ზოგადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბანკის შიდა სტრუქტურული ერთეულებისთვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა ყოველდღიურ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
  • მომწოდებლებთან, მომსახურების გამწევ პირებთან, პარტნიორებთან და სხვა კონტრაგენტებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებების მომზადება, განხილვა და მოლაპარაკებებში მონაწილეობა;
  • ბანკის პროდუქტებისა და პროექტების დანეგვისა და შემუშავების სამართლებრივი მხარდაჭერა;
  • ბანკის შიდა პოლიტიკების, პროცედურებისა და სხვა დოკუმენტების განხილვა და მათი მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება;
  • სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
  • საკანონმდებლო და რეგულატორული ცვლილებების მონიტორინგი, ბანკის ხელშეკრულებებსა და შიდა დოკუმენტებში შესაბამისი ცვლილებების შეთავაზება და ხელმძღვანელის ინფორმირება;
  • კორპორატიული საბანკო ხელშეკრულებების, მათ შორის,  საკრედიტო ხელშეკრულებების, საბანკო გარანტიების, აკრედიტივების, იპოთეკის, გირავნობის, თავდებობის ხელშეკრულებების მომზადება, განხილვა და მათზე მოლაპარაკების წარმოება;
  • კორპორატიული კლიენტების სამართლებრივი შემოწმება, მათ შორის, სადამფუძნებლო დოკუმენტების, კორპორატიული გადაწყვეტილებების და ხელმოწერის უფლებამოსილების შესწავლა;
  • კლიენტებთან შეხვედრებსა და მოლაპარაკებებში მონაწილეობა;
  • პრობლემური სესხების რესტრუქტურიზაციის პროცესის მხარდაჭერა და შესაბამისი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება.



საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სავალდებულო

  • უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად);
  • არანაკლებ 3 წლის გამოცდილება კომერციულ ბანკში, სხვა საფინანსო ორგანიზაციაში ან ფინტექ კომპანიაში;
  • საბანკო კანონმდებლობის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის  ცოდნა;
  • ინგლისური ენის ფლობა;

 

სასურველი:

  • სასურველია ადვოკატთა ასოციაციის წევრობა (ადვოკატთა გამოცდის ჩაბარება საერთო ან სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით);
  • სასურველია რუსული ენის ცოდნა.

 

სხვა სავალდებულო უნარები და თვისებები: 

  • ლოგიკურად აზროვნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

 






 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!