სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ვაკანსიას უფროსი საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: ქ.თელავი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ფუნქციები და მოვალეობები:
- კლიენტსა და ბანკს შორის საქმიანი ურთიერთობის დამყარება, პოტენციური კლიენტების მოძიება
- საშუალო და მსხვილი პროექტების დამუშავება
- კლიენტის ფინანსური მდგომარეობის ანალიზი
- სასესხო პროექტის დოკუმენტაციის შეგროვება
- პროექტის ანალიზის დასკვნის მომზადება
- პროექტის საკრედიტო კომიტეტისათვის განსახილველად გადაცემა
- გაცემული სესხების მონიტორინგი
- პრობლემური სესხების გამოვლენა და ანალიზი
- სასესხო პორტფელის მართვა
- სხვადასხვა სახის რეპორტების მომზადება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება საბანკო, საფინანსო, ეკონომიკური მიმართულებით
- სამუშაო გამოცდილება საბანკო-საფინანსო სექტორში, დაკრედიტების მიმართულებით
- ფინანსური უწყისების მაღალ დონეზე მომზადების უნარი
- მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების ცოდნა
- ქართული ენის საფუძვლიანი ცოდნა, სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
- MS Office-ის პროგრამების (Word, Excel, Outlook) მაღალ დონეზე ცოდნა
- გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი
პიროვნული თვისებები და უნარები:
- ბიზნესურთიერთობების დამყარების უნარი
- გაყიდვების წარმოების უნარი
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება
- დროის ეფექტური მართვა
- დეტალებზე ორიენტირებულობა