IFRS ანგარიშგების განყოფილების სპეციალისტი
13-08-2026 - 13-09-2026
ლოკაცია: ი. ჭავჭავაძის გამზ. 39ა, 0179
სამუშაო განაკვეთი: სრული
სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ვაკანსიას IFRS ანგარიშგების განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე.
დეპარტამენტი: ანგარიშგებების დეპარტამენტი
განყოფილება: ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებით (IFRS) ანგარიშგების განყოფილება
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სათავო ოფისი
ფუნქციები და მოვალეობები:
- ყოველთვიური, კვარტალური და წლიური შიდა/გარე ანგარიშგებების წარმოება IFRS მიხედვით;
- სხვადასხვა ანალიტიკური და განმარტებითი ცხრილის წარმოება IFRS მოთხოვნების მიხედვით;
- IFRS მიხედვით შიდა პოლიტიკების/მეთოდოლოგიების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
- წლიური გარე აუდიტორული შემოწმების ფარგლებში აუდიტორთან ურთიერთობის კოორდინაცია;
- ანგარიშგებების ავტომატიზაციის პროცესში აქტიური მონაწილეობა;
- საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნების შესაბამისად ანგარიშგების წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სავალდებულო:
- უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი) ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნესის მართვის მიმართულებით;
- საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel) მაღალ დონეზე ცოდნა;
- ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა.
სასურველი:
- VBA, SQL, Python, R, Power BI-ს ცოდნა;
- ფინანსური მათემატიკის, ეკონომიკის და სტატისტიკის ცოდნა;
- ACCA/CFA პროგრამების კანდიდატი;
- სამუშაო გამოცდილება ბანკში ან სხვა საფინანსო ორგანიზაციაში შესაბამისი განხრით.
უნარები და თვისებები:
სავალდებულო
- ანალიტიკური აზროვნება;
- მუშაობა არსებული პროცედურებისა და პრაქტიკის შესაბამისად;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
სასურველი:
- გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი.