სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსური სტრატეგიისა და ტრანსფორმაციის
განყოფილების მენეჯერის თანამდებობაზე.
განყოფილება: ფინანსური სტრატეგიისა და ტრანსფორმაციის განყოფილება
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სათავო ოფისი
ფუნქციები და მოვალეობები:
- ფინანსურიდირექტორის ვერტიკალში არსებული სტრუქტურული ერთეულების მხარდაჭერა ფინანსური ტრანსფორმაციისა და მოდერნიზაციის პროგრამები;
- მათშორის მონაცემთა ანალიტიკის გაუმჯობესებასა და ავტომატიზაციის ინიციატივებში;
- ფინანსურიდირექტორის ვერტიკალში არსებული პროექტების პორტფელის ფარგლებში ფინანსური და სტრატეგიული პროექტების მართვაში მონაწილეობა;
- პროექტებისდაგეგმვის, ბიუჯეტირების, რესურსების განაწილებისა და პროგრესის მონიტორინგის კოორდინაციაში მონაწილეობა, რათა უზრუნველყოფილ იქნას დროულიშესრულება;
- ფინანსურივერტიკალის ინიციატივებთან დაკავშირებით პროექტის მართვის ჩარჩოების, შაბლონებისა და ანგარიშგების სტანდარტების შემუშავებასა და წარმოებაშიმონაწილეობა;
- ფინანსურდირექტორთან და ბანკის დირექტორატთან ანგარიშგებისთვის აუცილებელი პროექტის მართვის დეშბორდის წარმოებაში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სამუშაო გამოცდილება:
- მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბანკში ან სხვა საფინანსო ორგანიზაციაში.
განათლება:
სავალდებულო:
- უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი) ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნესის მართვის მიმართულებით;
- საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel) მაღალ დონეზე ცოდნა;
- ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა.
სასურველი:
- Power BI-ს ცოდნა;
- CFA/FRM პროგრამების კანდიდატი.
უნარები:
სავალდებულო:
- ანალიტიკური აზროვნება;
- მუშაობა არსებული პროცედურებისა და პრაქტიკის შესაბამისად.
სასურველი:
- ფინანსური მათემატიკის, ეკონომიკისა და სტატისტიკის ცოდნა.
თვისებები:
სავალდებულო:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
სასურველი:
- გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი.