ვინდოუს სისტემური ადმინისტრატორი
25-06-2026 - 25-07-2026
ლოკაცია: ი. ჭავჭავაძის გამზ. 39ა, 0179
სამუშაო განაკვეთი: სრული

სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ვაკანსიას ვინდოუს სისტემური ადმინისტრატორის თანამდებობაზე. IT ოპერაციების დეპარტამენტი, სისტემური ადმინისტრირების განყოფილება.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

ფუნქციები და მოვალეობები:

  • ოპერაციული სისტემების ინსტალაცია/კონფიგურაცია;
  • ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში ჩართულობა;
  • სისტემების განახლება და განახლებასთან დაკავშირებული მოთხოვნების მართვა;
  • კატასტროფის შემდგომი აღდგენისა და მოწყვლადობის შემცირების გეგმის შემუშავება და კონტროლი;
  • კატასტროფის შემდგომი აღდგენისა და მოწყვლადობის შემცირების გეგმის ფარგლებში ჩატარებულ ტესტირებაში მონაწილეობა;
  • მომხმარებლების ანგარიშების და წვდომების მართვა, საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით, კონფიდენციალურობის, უსაფრთხოების და რეგულაციების შესაბამისობის დაცვით;
  • ინცინდენტების და პრობლემების იდენტიფიკაციაში და მათ მოგვარებაში ჩართულობა;
  • ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება.


საკვალიფიკაციომოთხოვნები:
სავალდებულო:

  • უმაღლესი განათლება - ტექნიკური მიმართულებით;
  • არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება Windows სისტემების ადმინისტრირებაში ან მსგავს IT პოზიციაზე;
  • Windows სერვერების (Windows Server 2016, 2019, 2022) მართვა, კონფიგურაცია, განახლება და პრობლემების გადაჭრა (troubleshooting).
  • სისტემის უსაფრთხოების უზრუნველყოფა (Windows Firewall-ის მართვა, Group Policy-ის კონფიგურაცია, BitLocker, Windows Defender).
  • სისტემის ავტომატიზაცია სკრიპტების გამოყენებით (PowerShell, Batch, ან სხვა).
  • Active Directory-ის (AD) მართვა, დომენის კონტროლერების (Domain Controllers) კონფიგურაცია, OU (Organizational Unit) სტრუქტურის შექმნა, Group Policy-ის (GPO) მართვა.
  • AD-ის უსაფრთხოება (Kerberos, LDAP, RBAC), მომხმარებლებისა და ჯგუფების მართვა, AD replication-ისა და troubleshooting-ის გამოცდილება.
  • VMware(vSphere, ESXi) სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
  • Backup/restore პროცედურების გამოცდილება (Veeam, Windows Server Backup, Commvault).
  • TCP/IP, DNS, DHCP, VPN-ის ცოდნა და კონფიგურაცია Windows Server-ის გარემოში.
  • ქსელის უსაფრთხოების პრინციპები (მაგ., VPN, IDS/IPS, SSL/TLS).
  • HPE, Dell სერვერებთან მუშაობის გამოცდილება (RAID, iLO, iDRAC).
  • ინგლისური ენის ცოდნა: B2 დონე (ტექნიკური დოკუმენტაციის გაგება, საერთაშორისო გუნდთან კომუნიკაციისთვის).


სხვა სავალდებულო უნარები და თვისებები:

  • დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
  • თვითგანვითარებაზე ორიენტირებული;
  • სიახლეების მარტივად ათვისების და ადაპტაციიის უნარი;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • ანალიტიკური აზროვნება;
ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!
<