თანხმობა მონაცემების AI დამუშავების შესახებ
თანხმობა მონაცემების ნაწილობრივი ავტომატიზირებული ფორმით დამუშავებაზე (მათ შორის პროფაილინგზე)
თანახმა ვარ, ჩემი დასაქმების მიზნით, სს „ბანკი ქართუს“ ისტემაში ჩემ მიერ შევსებულ აპლიკაციაში ან/და გაგზავნილ რეზიუმეში ასახული ინფორმაცია დამუშავდეს ხელოვნური ინტელექტის (AI) ფუნქციონალის გამოყენებით, რაც გულისხმობს, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, რეზიუმედან ჩემი მონაცემების ამოღებას ან/და ვაკანტური პოზიციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ჩემს მიერ წარმოდგენილი მონაცემების შესაბამისობის დადგენას. ამასთან, ინფორმირებული ვარ რომ, გადაწყვეტილების მიღების პროცესი ხორციელდება ნაწილობრივ ავტომატიზირებული ფორმით – შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების პროცესში უზრუნველყოფილია სს „ბანკი ქართუს“ მხრიდან ადამიანური რესურსის ჩართულობა. ჩემთვის ცნობილია, რომ ნებისმიერ დროს შემიძლია გამოვიხმო თანხმობა სს „ბანკი ქართუ“-სათვის ზეპირი ან წერილობითი (მათ შორის ელექტრონული) ფორმით მიმართვის გზით, შემდეგი საკომუნიკაციო არხების გამოყენებით (ელ.ფოსტა: info@cartubank.ge; ცხელი ხაზი: (032) 200 80 80). AI ფუნქციონალის გამოყენების პროცესში, ჩემი მონაცემების გადაეცემა ხორციელდება ამაზონის ღრუბლოვან სერვერზე (AWS) გერმანიაში, სადაც უზრუნველყოფილია მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიები.